პოლიტიკა
მიზანია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა იყოს გარანტირებული - ეკა ბესელია
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ამბობს, რომ ე.წ. მოსმენების კანონში ცვლილებები ისე იქნება შეტანილი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების და პირადი ხელშეუხებლობის საკითხები არ დაზიანდება.
ჟურნალისტებთან საუბრისას ბესელიამ ფარული საგამოძიებო მოქმედებების გარე კონტროლის გაძლიერების მიზნით საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.
,,უსაფრთხოების გაზრდილი მასშტაბის გამო, ძალიან ბევრმა ქვეყანამ პრევენციული ღონისძიებები გაზარდა. ჩვენ ეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს გავუზიარეთ. სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია, დავიწყეთ მუშაობა და გვაქვს დისკუსია, როგორ უნდა მოხდეს ახალი მოდელის ჩამოყალიბება. ყველა ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ მიზანი: ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა იყოს გარანტირებული და სახელმწიფოს ეს მაღალი პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილი იყოს ყველა შესაბამის ინსტრუმენტით ისე, რომ არ მოხდეს არაპროპორციულად პირად დაცულ სივრცეში ჩარევა. ამ ბალანსის დაცვაზე ყველანი ვთანხმდებით . ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ შეიძლება მოვიფიქროთ კონტროლის დამატებით მექანიზმები, გარე კონტროლზეა საუბარი, გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტროსა და სასამართლოსი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება, როგორც გარე კონტროლის ეტაპი. ასევე ვფიქრობთ, საპარლამენტო კონტროლის ფუნქციის გაზრდაზე”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


