პოლიტიკა
მივმართავთ სასამართლოს, რათა სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადოს - სააკაშვილის ადვოკატი
საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკოლაი ნიდილკომ განაცხადა, რომ ისინი სარჩელს შეიტანენ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილების წინააღმდეგ. - ამის შესახებ ადვოკატმა 1tv.ge-ის განუცხადა.
ნიდილკოს თქმით, ეს პოლიტიკური დაკვეთაა და მაღალჩინოსნებმა სააკაშვილთან მიმართებით საკუთარი უფლებამოსილებები ბოროტად გამოიყენეს.
„ადვოკატთა ჯგუფმა უკვე დავიწყეთ მუშაობა ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად. უამრავი მიმართვა მოვამზადეთ სხვადასხვა ინსტანციისთვის, მათ შორის ჩვენ მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ჩვენ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებას ველოდებით. უკვე მზადდება სარჩელები, მივმართავთ სასამართლოს, რათა პრეზიდენტის, საიმიგრაციო სამსახურისა და გენერალური პროკურატურის ეს ქმედება უკანონოდ გამოცხადდეს, რადგან მთელი პროცედურა მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატების ჩართულობის გარეშე მიმდინარეობდა. ეს ჩვენი შეფასებით, პოლიტიკური დაკვეთაა და მაღალჩინოსნებმა საკუთარი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს“, - განაცხადა ნიდილკომ.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


