პოლიტიკა
მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, უახლოეს დღეებში მოიწვიოს მთავრობის სხდომა - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის სხდომის მოწვევის ინიციატივით მიმართა. პრეზიდენტის თქმით, ის სხდომაზე დასწრებას აპირებს, სადაც დააყენებს სახელმწიფო ინსიტუტების ეფექტური ფუნქციონირების, ასევე მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხებს.
„ მე პოლიტიკური ქულები არ მაქვს დასაწერი და არც კენჭს ვიყრი, არც კამპანიაში ვმონაწილეობ, ამიტომ ვაცხადებ, ჩვენ გვჭირდება ვითარების ადეკვატური შეფასება და ადეკვატური ზომების განხორციელება. არაადეკვატური ღიმილი ან სიცილი ამ ვითარებას უკეთესობისკენ არ შეცვლის. არაადეკვატური ღიმილის ფონზე არსებული არჩევნები ვერ გახდება ქართული დემოკრატიის გარღმავების შემდგომი ნაბიჯი. აქედან გამომდინარე, გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან, მთავრობასთან ვითათბიროთ ვითარების სწორი შეფასებისა და შესაბამისი ზომების გატარების თვალსაზრისით.
ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას, მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, უახლოეს დღეებში მოიწვიოს მთავრობის სხდომა, სადაც მე სწორედ ამ საკითხების ანალიზის საკითხით გავმართავ მათთან შეხვედრას. სახელმწიფო ინსიტუტების ეფექტური ფუნქციონირების, ასევე მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის საკითხით წარვსდგები მთავრობის წინაშე.
იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა იქნება სასარგებლო ქართული სახელმწიფოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის და უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს ქართული დემოკრატიისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


