პოლიტიკა
მივიღოთ გენერალური გეგმის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილი და მან გვიკარნახოს თბილისში სად რა გავაკეთოთ - ლევან ხაბეიშვილი
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი ინიციატივით გამოდის, რომ დედაქალაქის გენერალური გეგმის ნაცვლად „ბიძინა ივანიშვილის იქნეს მიღებული.“
"ბიძინა ივანიშვილის პროექტს გენგეგმამ დაადო ისტორიული ლანდშაფტის ზონა და მერიამ ეს მოიწონა, ანუ არანაირი მშენებლობა იქ არ შეიძლება, თუ მშენებლობაა, დემონტაჟი უნდა მოხდეს. ის, რომ ბიძინა ივანიშვილს მშენებლობას არავინ დაუნგრევს, კარგად ვიცით. კანონში წერია ერთი, გენგეგმა გვეუბნება - მეორეს და მესამეს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. მაშინ მივიღოთ გენერალური გეგმის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილი და მან გვიკარნახოს თბილისში სად რა გავაკეთოთ. "პანორამა თბილისის" სამშენებლო ტერიტორია გენგეგმის მიხედვით არის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რაიმე მინამალური კონსტრუქციაა აშენებული, დემონტაჟი უნდა მოხდეს. ამას ხელი მოაწერა მერიამ, მაგრამ ეჭვი მაქვს, ბიძინა ივანიშვილს მშენებლობას არავინ შეუცვლის. აქედან გამომდინარე, კანონი ამბობს ერთს, გენგეგმა - მეორეს, რასაც მერიაც ეთანხმება, ბიძინა ივანიშვილი კი, თავისთვის „ბურჭალაობს",- განაცხადა ხაბეიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


