პოლიტიკა
მივესალმებით გადაწყვეტილებას, რომ პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით მოეწყოს დებატები - ანა დოლიძე
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტი 7 აპრილს პარლამენტისადმი სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში არსებულ ყველა გამოწვევაზე ისაუბრებს.
„დემოკრატიულ ქვეყანაში სწორედ რომ პარლამენტი არის და უნდა იყოს პოლიტიკური ცხოვრების ეპიცენტრი და მაშინ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ,,ქართულ ოცნებას’’ ნელ-ნელა თავი მიყავს თვითიზოლაციისკენ, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით გადაწყვეტილებას, რომ პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით მოეწყოს შინაარსობრივი, ღრმა, გაცხოველებული დებატები.
პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა, ბუნებრივია, ეხმიანება ყველა იმ ყველაზე საჭირბოროტო თემას, რომელიც შეიძლება აწუხებდეს ჩვენს ხალხს. პირველ რიგში ეს არის ეკონომიკა და ეკონომიკური განვითარება, ეს არის სოციალური საკითხები. ეს არის სამართალდამცავი თემები, ეს არის სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები, “ - განაცხადა ანა დოლიძემ.
ბიუროს სხდომაზე დღეს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლასა და დებატების ფორმატზე მსჯელობენ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


