უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 აპრილი, 2025 15:29
font-size

მივდივართ იმისკენ, რომ ამ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია - სალომე ზურაბიშვილი

მივდივართ იმისკენ, რომ ამ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია. ეს არის რუსული პოლიტიკა. რუსეთის მიზანია, საქართველო იყოს მთლიანად იზოლირებული თავისი ევროპელი ან ამერიკელი პარტნიორებისგან, რომ აღმოჩნდეს მარტო, დაუცველი, დამოუკიდებლობა ფეხქვეშ გათელილი, რუსეთის სხვადასხვა განზრახვების ქვეშ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე განაცხადა.

„ვიზალიბერალიზაციის თემა ორმხრივად არის გამოყენებული რეჟიმის მიერ. ერთი არის დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, არაფერი აღარ დაგრჩებათ. ამით მორალური წნეხი არის საზოგადოებაზე გამოყენებული. ეს კამპანია დაწყებულია სწორედ სააღდგომოდ. ეს არ მოდის ბრიუსელიდან და არცერთი ევროპული დედაქალაქიდან, მოდის თბილისიდან, ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანი არის სწორედ, რომ ვიზალიბერალიზაცია შეწყდეს. ეს არ არის ის გადაწყვეტილება, რომელზეც ესენი წუხან და რომლის შეჩერება სურთ, არა! ეს არის მათი მიზანი, რაც მოჰყვება მათ ქმედებებს. ყოველდღიურად ხან ლანძღავენ ევროპის რომელიმე დედაქალაქს, აქაურ ელჩებს პირდაპირ მუქარის ტონით ესაუბრებიან, ეს არის იმ გადაწყვეტილების გაგრძელება, რომელიც 28 ნოემბერს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე მიიღეს. მივდივართ იმისკენ, რომ ამ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია. ეს არის რუსული პოლიტიკა. რუსეთის მიზანია, საქართველო იყოს მთლიანად იზოლირებული თავისი ევროპელი ან ამერიკელი პარტნიორებისგან, რომ აღმოჩნდეს მარტო, დაუცველი, დამოუკიდებლობა ფეხქვეშ გათელილი, რუსეთის სხვადასხვა განზრახვების ქვეშ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი განმარტებით, ხელისუფლება ცდილობს ხალხი მიაჩვიოს იმ მომავალს, რომელიც იზოლაციაში, ვიზალიბერალიზაციის გარეშე იქნება.

„ასევე, მცდელობა არის, რომ პასუხისმგებლობა გადაიტანონ ევროპაზე, ვითომ ისინი გვსჯიან. არავის სჯის ევროპა, გარდა გარკვეული პირებისა, როცა ინდივიდუალური სანქციები არის გამოცხადებული“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპა ქართულ საზოგადოებას არ სჯის, რაც ნათლად გამოიხატა მაშინ, როდესაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

„თუ რეჟიმი ასე გააგრძელებს და ყველა ფორმით ეცდება საქართველო ჩამოაშოროს თავის პარტნიორებს, გადმოიყვანოს ჩაკეტილ მდგომარეობაში, იზოლაციაში, ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ივანიშვილს და იმ „კლანს“, რომელიც დღეს ამ ქვეყანას რუსული წესებით მართავს. ამიტომ, ამ საკითხზე პროპაგანდას არ უნდა მოვუსმინოთ. უნდა დაფიქრდეთ და ნახოთ, ვინ აშორებს საქართველოს ევროპისგან, ევროპამ რამდენი რამ გააკეთა იმისთვის, რომ გაუხსნას ქართველებს ის გზა, რომელიც ქართულ პასპორტს ევროპულ პასპორტად გადააქცევს. თუ არსებობს რეალური გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია ხვალ შემოვიერთოთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ეს არის სწორედ ევროპაში შესვლა და არა ევროპისგან ჩამოშორება. ესეც არის ის საკითხი, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი განმარტებით, გაერთიანებისა და დამოუკიდებლობის გზა არის ევროპაში, პარტნიორებთან და არა რუსეთში.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი