უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 მაისი, 2018 12:50
font-size

მიუხედავად ოკუპაციისა, ჩვენი საზოგადოება 27 წლის განმავლობაში აშენებს დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს - გიორგი მარგველაშვილი

მიუხედავად ოკუპაციისა, ჩვენი საზოგადოება 27 წლის განმავლობაში აშენებს დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო “რედისონში” ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის მესამე კონგრესზე სიტყვი გამოსვლისას.

მისივე თქმით, საქართველომ განსაზღვრა თავისი ევროპული ვექტორი.

“ჩვენ გვაქვს გამოწვევები, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, რადგან ჩვენ ვართ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანა, რომელსაც აქვს მთელი თავისი შედეგები პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ჰუმანური თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, ჩვენი საზოგადოება 27 წლის განმავლობაში აშენებს დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე სახელმწიფოს განვითარებაში და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ჯდება თანამედროვე ევროპულ კონტექსტში და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

,,კონსტიტუცია იდეალურ შემთხვევაში ერთმანეთში ორ მნიშვნელოვან საფუძველს აერთიანებს. ერთი არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რომლითაც განმსჭვალულია ნებისმიერი ერის სოციალური, კულტურული ცხოვრება, ხოლო მეორე არის ის სპეციფიკა, რომელიც ქვეყანაში წარმოადგენს ბუნებრივ მდგომარეობას და შეესატყვისება ტრადიციებს, ასევე სახელმწიფოს მართვას. ამ ორი მნიშვნელოვანი ტენდენციის სინერგიით, იქმნება ის, რაც ქვეყანას აძლევს ჩარჩოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა აღრმავებს ამ პროცესს. მე მიხარია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ამ ღირებულებებს ემსახურება. საკონსტიტუცო სასამართლოს საქმიანობა აღრმავებს ჩვენი სახელმწიფოს განვითარებას და მომავალს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, კონსტიტუციის თვალსაზრისით, ქართველ ერს მართლაც საამაყო წარსული გააჩნია.

“საქართველოს სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია მრავალი ათასი წლის ძალიან დრამატული ისტორია, თავისი ისტორიის კრიტიკულ მომენტებში აკეთებდა ისეთ არჩევანს, რომელიც შემდეგ განაპირობებდა ჩვენი ერის სრულ თანხვედრას იმ სულიერი თუ კულტურული პროცესების მიმართ, რომელმაც განავითარა კაცობრიობა. როგორც კი შედგა ჩვენი დამოუკიდებლობა, ქართველმა ერმა ძალიან ერთმნიშვნელოვნად აირჩია ევროპული მმართველობა და მიუხედავად მონარქიის ტრადიციისა, გახდა რესპუბლიკა. გარდა ამისა, საქართველოში შეიქმნა ისეთი კონსტიტუცია, რომელსაც დღესაც საამაყოდ მივიჩნევთ. ეს იყო კონსტიტუცია, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული, იგი აღიარებდა ქალთა უფლებებს, გაუქმებული იყო სიკვდილით დასჯა, უზრუნველყოფილი იყო ხელისუფლების შტოების დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ”, - განაცხადა გორგი მარგველაშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი