პოლიტიკა
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა 40 წუთით ადრე იცოდა, რომ არანაირ ინტერვიუს არ ვაძლევდი, მაინც შემოიჭრა ოფისში - ნანა კაკაბაძე
მოძრაობა „არა ნაციზმს“ წევრი, ნანა კაკაბაძე მოძრაობის ოფისში „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დიღომში, პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.
თავად კაკაბაძემ გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი ოფისში უკანონოდ შეიჭრა და მათი უფლებები არ შელახულა.
„ეს ადამიანები უკანონოდ შემოიჭრნენ ჩვენი ოფისის კუთვნილ შენობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა 40 წუთით ადრე იცოდა, რომ არანაირ ინტერვიუს არ ვაძლევდი, როდესაც დამიკავშირდა, ეს ვუთხარი. ის მაინც შემოიჭრა. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის დარღვევა. მოვითხოვ, დაიწყოს გამოძიება. მათი უფლებები არ შელახულა.
ჩვენ დავდეთ კადრები, როგორ აზიანებენ თავიანთ აპარატურას და დებენ ჩვენი ოფისის კარებთან. როდესაც პირი შემოგეჭრება, არათუ აპარატურის, არამედ მათი დაზიანების უფლებაც გვქონდა კანონით, რადგან დავიცვა ფართი და საკუთარი თავი“, – განაცხადა კაკაბაძემ.
„რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებულ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის, სხვისი ნივთის დაზიანებისა და ოფისში უკანონო შეღწევის გამო.
„რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი მოძრაობის „არა ნაციზმს“ წევრებს პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


