პოლიტიკა
მიუხედავად იმ ზეწოლისა, რომელსაც რუსეთი საქართველოზე ახდენს, ქვეყანაში დემოკრატია ვითარდება - ამერიკელი კონგრესმენი
ამერიკელი კონგრესმენ პიტერ როსკამზე საქართველოში ვიზიტის დროს დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ მიუხედავად იმისა, საქართველოზე რუსეთის დიდი ზეწოლის, ქვეყანაში დემოკრატია მაინც ვითარდება.
ამის შესახებ კონგრესმენმა საქართველოში ერთი თვის წინანდელი ვიზიტის შეჯამებისას მედიას განუცხადა.
„ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც საქართველოში დაგვხდა. ჩვენ ვნახეთ ქვეყანა, სადაც დინამიური დემოკრატიაა, ქვეყანა, რომელიც დიდი ზეწოლის ქვეშ არის, ვგულისხმობ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. მიუხედავად ამ ზეწოლისა, ქვეყნის დემოკრატია ვითარდება. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ძალიან მჭიდრო კავშირებია. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ვეწვიეთ ნატო-ს ტრენინგ ცენტრს. შესაძლოა საქართველო არ არის ნატო-ში, მაგრამ ნატოა საქართველოში. შეერთებული შტატებიც და დასავლური ქვეყნებიც აღიარებენ იმას, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენზე საქართველოს დიდი წვლილი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, რომელიც მას ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლაში შეაქვს. ამ მხრივ საქართველო არამარტო შეერთებული შტატების, არამედ ყველა იმ ქვეყნის მოკავშირეა, ვინც გლობალური უსაფრთხოებისთვის ზრუნავს“,-განაცხადა პიტერ როსკამმა.
მისი განცხადების თარგმანს „ქრონიკა“ ავრცელებს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


