პოლიტიკა
მიწის ნაკვეთების გასხვისება უცხოელებზე შეჩერებულია, საკითხს წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებენ- გურამ მაჭარაშვილი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, შეჩერებულია მიწის ნაკვეთების გასხვისება უცხოელებზე და იმ კომპანიებზე, რომელთა დამფუძნებლები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
როგორც მაჭარაშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ადამიანები არ უშვებენ ხელიდან შანს, რომ ნებისმიერი საკითხი წინასაარჩევნო კამპანიად აქციონ.
„ადამიანები არ უშვებენ შანს ხელიდან, რომ ნებისმიერი აქტუალური თემა აქციონ იმ საკითხად, რასაც ქვია წინასაარჩევნო კამპანია. მორატორიუმთან დაკავშირებითაც არაფერი არ შეცვლილა, შეჩერებულია მიწის ნაკვეთების გასხვისება უცხოელებზე და იმ კომპანიებზე რომლების დამფუძნებლები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ერთადერთი, რაც მოხდა ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენი საზოგადოების სასარგებლოდ, რომ კომერციულ ბანკებს, რომელთა დამფუძნებლები არიან უცხოელები მიცემოდათ შესაძლებლოიბა, რომ იპოთეკით დაეტვირთათ მიწის ნაკვეთები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომელსაც საკუთრებაში აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მისცემოდათ შესაძლებლობა კრედიტის აღების და კომერციული საქმიანობა განევითარებინათ. სწორედ ამიტომ მოხდა ეს ორწლიანი დათქმა, რომ კომერციულ ბანკებს ორი წლის განმავლობაში შეუძლიათ გაასხვისონ მიწის ნაკვეთი საქართველოს მოქალაქეზე”,- განმარტა გურამ მაჭარაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


