უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 დეკემბერი, 2018 14:25
font-size

მიწა არის დღეს ჩვენი ღმერთი! - როსტომ ჩხეიძე

ილია ილია არ იქნებოდა, ქართული მიწები რომ არ გადაერჩინა გაყიდვისაგან. ეს არის მისი უპირველესი ღვაწლი, ყველა მისი დამსახურების გვირგვინი. - წერს მწერალი როსტომ ჩხეიძე სოციალურ ქსელში.

„მიწა არის დღეს ჩვენი ღმერთი , - აცხადებდა ილია და კიდეც შესაფერისად უპატრონებდა.

მიწა არის დღეს ჩვენი ღმერთი, - აცხადებდა ოთარ ჩხეიძე, ოლიას გზის უშუალო გამგრძელებელი მეოცე საუკუნეში და გვიბეჯითებდა ამ ვალისა და ანდერძის აღსრულებას.

მიწა არის დღეს ჩვენი ღმერთი, - კვლავაც ასე უნდა გვწამდეს და ვიმეორებდეთ, ვიმეორებდეთ და კვლავაც შესაფერისად ვპატრონობდეთ ჩვენს მიწას, რომელსაც მარტო რუსეთის იმპერია კი არ გვტაცებს მავთულხლართებით, ეს მავთულხლართები გავლებული აქვთ ჩვენს ხელისუფალთაც, მიწების გაყიდვას უცხოელებზე, ამ უპატიებელ ცოდვა-დანაშაულს სასიკეთოდაც რომ აცხადებენ ქვეყნისათვის, მარიხუანას დათესვისა არ იყოს.

და თუ ეს დავთმეთ, რაღა კაცნი ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ ჰაერში გამოკიდებულ (რეალურადაც და სიმბოლურადაც) ჩვენს შთამომავლობას. მიწა არის დღეს ჩვენი ღმერთი და მიწის გაყიდვით ღმერთსა ვყიდით - უკვე მერამდენედ!..

მიწა, მიწა, მიწა არის ღმერთი, ჩვენი ღმერთი!“ - დაწერა როსტომ ჩხეიძემ.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი