სამართალი
მითხრა იტყვიო, რომ შენ მოხვედი მოგვიანებით კორტების სპეცოპერაციაზე და ცრუ ჩვენება პროკურორების ზეწოლის გამო მიეციო- კობა გოგატიშვილი
ე.წ კორტების საქმის მოწმე კობა გოგატიშვილი საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას ოჯახს ზეწოლაში ადანაშაულებს.
როგორც გოგატიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ფირცხალავს მეუღლე ნინო ხვიტია მას ჩვენების შეცვლას სთხოვდა. ამის სანაცვლოდ კი, 30 ათას დოლარს და საზღვარგარეთ უზრუნველყოფილ ცხოვრებას დაჰპირდა.
გარდა ამისა, გოგატიშვილი საუბრობს ზეწოლაზე, მუქარაზე, რომელიც მას ტელეფონზე მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მისდიოდა.
„იყო სმს-ები, იყო ზეწოლა, იყო მუქარები სმს-ების სახით, რომ შევხვედროდი ფირცხალავას ოჯახის წევრებს. შევხვდი მე იმ ადამიანს და ჩვენ შორის საუბარი დაიწყო. მითხრა შეცვალე ჩვენება და მიიღებ 30 ათას დოლარს, რომელიც მაქვსო, საზღვარგარეთ გექნება უზრუნველყოფილი ცხოვრებაო.
იტყვი იმასო, რომ შენ მოხვედი მოგვიანებით კორტების სპეცოპერაციაზე, თქვი რომ რა ჩვენებაც გაქვს მიცემული სასამართლოში სრული სიმართლე არ არის. იტყვი, რომ პროკურორებისგან ზეწოლა იყო და ამიტომ მიეცი ცრუ ჩვენება.
ამის მერე უნდა შევსულიყავით სახალხო დამცველთან და მეუბნება გახსოვსო რაც გითხარიო? მეც, რაც თვითონ მითხრა და რაც უნდა დამეწერა მისთვის სასარგებლო, მანქანაში მოვუყევი.
ამის მერე 10-15 წუთის შემდეგ თვითონ შედის სახალხო დამცველის ოფისში, გამოდის და შევყავარ მე. იქ მეუბნებიან, დაწერეო რაც ნინომ გითხრა. მე ვუთხარი ცუდად ვარ, ხვალ დამიკავშირდით მეთქი, მოვალ და დავწერ იმას რაც ჩვენ ვილაპარაკეთ მეთქი“,-განაცხადა კობა გოგატიშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


