პოლიტიკა
მირზა სუბელიანთან მისი მოთხოვნით ვიყავი, მაგრამ მისი ნალაპარაკები სერიოზულად არ ჩამითვლია - დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ბოლო გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას მირზა სუბელიანთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მის მიერ მონათხრობი სერიოზულად არ მიუღია.
პირველ არხთან საუბარში დეპუტატმა თქვა, რომ სუბელიანს საპატიმროში რამდენჯერმე შეხვდა.
„მირზა სუბელიანთან მისი მოთხოვნით ვიყავი, მაგრამ მისი ნალაპარაკები სერიოზულად არ ჩამითვლია. როგორ შეიძლება, ამის სერიოზულად ჩათვლა? სამარტოო საკანში ზის და კარგად ვერ არის, ეს ადამიანი დიდი სტრესის ქვეშაა. ამიტომ, მისი ნასაუბრები სერიოზულად ვერ მივიღე. მსგავსი საუბარი იყო, მაგრამ რა მიჭრეს და მოჭრეს, არ ვიცი.
უბედურებაა, რომ პატიმრის სანახავად შევედი და ეს ვიღაცამ ჩაიწერა. შეხვედრას მისი მეგობარი ესწრებოდა, გვარი არ მახსოვს. მისი და ოჯახის მოთხოვნით შევხვდი. რაებს ლაპარაკობს, მისი საუბარი სერიოზულად არ მივიჩნიე. აბა, ამ ქვეყანაში ყველაფერი მირზა ყოფილა. ვუთხარი, სამარტოო საკანში რატომ არის და ვურჩიე, ვინმესთან ერთად დაჯექი, არ გაგიჟდე-თქო. გონს მოდი-თქო, ისიც ვუთხარი.
განიცდის, რომ ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა და მისი ოჯახი ასეა. სამარტოო საკანშია და რა გასაკვირია, რომ ასეა, ამხელა უბედურება დაემართა? ამ თემაზე გახარიასთან საუბარი არ მქონია, რამდენჯერმე შევხვდი სუბელიანს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერი, სავარაუდოდ, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული. ჩანაწერების მიხედვით, მირზა სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი.
საუბარი თითქმის საათ-ნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას.
ჩანაწერებში სუბელიანი ამბობს, რომ ხორავას ინციდენტის შემდეგ არასრულწლოვანები ძალოვანებმა გაიტაცეს და სცემეს.
მირზა სუბელიანი ამტკიცებს, რომ სწორედ ამის გამო მას სახელმწიფოს იმედი აღარ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ის სწორედ ხელისუფლების გადარჩენის მიზნით დათანხმდა გარიგებას, რომლის მიხედვითაც მას სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და კიდევ ერთი წლით პირობითი მსჯავრი უნდა შეუფარდოს.
სუბელიანი ითხოვს ჯაფარიძეს, გახარიას შეთანხმება გაახსენოს. ჩანაწერში სუბელიანი ფარცხალაძესაც იხსენებს და ამბობს, რომ პროკურატურას სწორედ ის მართავს. დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული მის გარემოცვაზეც საუბრობს და იმ 50-თ ე.წ. "ავტომატჩიკს" ახსენებს, რომლებიც მასთან ერთად გახმაურებული საქმეების გახსნაზე მუშაობდნენ. სუბელიანი განაწყენებულია სამთავრობო გუნდზეც, რომელმაც მის დასაცავად არაფერი გააკეთა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


