სამართალი
მირზა სუბელიანის შვილის, ა. ს.-ის მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები - საგამოძიებო კომისიის დასკვნა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მირზა სუბელიანის შესახებ არის საუბარი.
ოპოზიციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ „მირზა სუბელიანის შვილის ა.ს-ის მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები“.
„კომისიამ შეისწავლა, თუ რამდენად იკვეთებოდა მირზა სუბელიანის ჩარევის კვალი გამოძიების პროცესში. ამ მიზნით კომისიამ გამოიკვლია მირზა სუბელიანის შვილისა და მისი დეიდაშვილის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.
ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი გარემოებები. მირზა სუბელიანის შვილის, ა. ს.-ის მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ა.ს-ის მიმართ გამოძიებამ არ ჩაატარა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: არ აიღო ანაწმენდები და ფრჩხილის ნიმუშები, არ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, არ გაჩხრიკა მისი საცხოვრებელი სახლი, დროულად არ ამოიღო მისი მობილური ტელეფონი, არ ამოიღო ა.ს. და მ.კ.-ს მიმოწერა სოციალურ ქსელში - ამ მიმოწერის ამოღებით გამოძიება დაადგენდა დანაშაულის მოტივს და განზრახვას და ორგანიზების დეტალებს. არ ამოიღო ა.ს.-ს ზურგჩანთა და შავი ფერის ქურთუკი, არ ჩაატარა არც ერთი ფარული ღონისძიება, მათ შორის ტელეფონით მიყურადება“, - ნათქვამია დასკვნაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


