სამართალი
მირზა სუბელიანი საქმის განხილვა ისევ გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის სისხლის სამართლის საქმის განხილვა გადაიდო. ამის შესახებ On.ge იუწყება.
სასამართლო სხდომის გადადების მიზეზად მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, რის გამოც მოსამართლეს შვებულებაში მოუწია გასვლა.
სასამართლო სხდომა დღეს, 14:00 საათზე უნდა გამართულიყო.
პირველად მირზა სუბელიანის საქმის განხილვა 15 ნოემბერს ბრალდებულის ჯანმრთელობსი მდგომარეობსი გამო გადაიდო.
ცნობისთვის, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 9 ივნისს დააკავეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


