საზოგადოება
მირთაგ ასადოვის დაკავების გარემოება საკმაოდ საეჭვოა - ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველი მუსლიმი თემის სულიერი ლიდერის მირთაგ ასადოვის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.
ასადოვი არ გამორიცხავს, რომ მისი ბაქოში დაკავების უკან შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლება იდგეს.
როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, ასადოვის დაკავებაზე სახალხო დამცველის აპარატი ინფორმირებული იყო, თუმცა მასთან შეხვედრა არ შემდგარა.
ომბუდსმენის განცხადებით, დეტალებზე საუბარს მას შემდეგ შეძლებს, რაც გათავისუფლებულ ასადოვს შეხვდება, თუმცა ფიქრობს, რომ დაკავების გარემოება საკმაოდ საეჭვო იყო.
ლომჯარიას თქმით, როგორც ცნობილია, ასადოვის მხრიდან სამართალდარღვევა არ მომხდარა.
„ასადოვის დაკავებისთანავე ვიყავით ინფორმირებულები, მოგვაწოდეს ინფორმაცია. ამ ეტაპამდე არ გავსაუბრებივარ, მასთან შეხვედრის შემდგომ მეტი ინფორმაცია მექნება. რა თქმა უნდა, დაკავების გარემოება საკმაოდ საეჭვოა, როგორც ცნობილია არ ხორციელდებოდა მისი მხრიდან სამართალდარღვევა. ის მაინც ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული. მას შემდეგ რაც შევხვდებით უფრო მეტი დეტალები გვექნება. რადგან აზერბაიჯანში დააკავეს ჯერჯერობით პირდაპირ კავშირზე და გარიგებაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი,“-ამბობს ნინო ლომჯარია.
მირთაგ ასადოვი არ გამორიცხავს, რომ მისი დაკავების უკან საქართველოს ხელისუფლება იდგეს. ასადოვი ამბობს, რომ ბაქოში დაკავების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მისი საქმით არ დაინტერესებულა.
მუსლიმი თემის ლიდერი, რომელიც ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა, 7 ნოემბერს წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს და ბაქოში გადაიყვანეს. ასადოვი მომხდარის გასაჩივრებას სტრასბურგში გეგმავს.
ასადოვის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდეს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


