პოლიტიკა
მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პარლამენტი სავარაუდოდ, შაბათს დაამტკიცებს
პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის მიერ დასამტკიცებლად წარდგენილ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პარლამენტი სავარაუდოდ, შაბათს რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებს.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განმარტა.
,,შეხვედრები იქნება როგორც ,,პატრიოტთა ალიანსის’’ ფრაქციასთან, ასევე უმცირესობასთან და უმრავლესობასთან და მესამე დღე - ეს იქნება უკვე პლენარული სხდომა. პლენარული სხდომის დღეს უკვე ვიმსჯელებთ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე. კანონმდებლობის მიხედვით, ნდობის გამოცხადებას სჭირდება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. მე შემიძლია დაგარწუნოთ, რომ მთავრობა ბევრად უფრო მაღალ მხარდაჭერას მოიპოვებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთელი ეს პროცესი დასრულდება ამავე კვირაში’’, - აცხადებს გიორგი კახიანი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


