უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ივნისი, 2020 10:40
font-size

მინისტრის მოადგილე ეროვნული გამოცდებისთვის დაწესებულ რეკომენდაციებს კიდევ ერთხელ განმარტავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი იმ რეკომენდაციებს განმარტავს, რომლის დაცვაც საგამოცდო პროცესის ყველა მონაწილისთვის აუცილებელია.

მიცკევიჩის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი რეკომენდაციებს არ დაემორჩილება, პირველ ეტაპზე ის მიიღებს გაფრთხილებას, რადგან ნიღბის მოხსნის შემთხვევაში, რისკები გაიზრდება.

„ეროვნული გამოცდებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები გაწერილია გამოცდებში მონაწილე ყველა აბიტურიენტისთვის, სტუდენტისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ გამოცდებში. ჩვენი საზრუნავი, უპირველეს ყოვლისა მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, რათა თითოეული მათგანი დავიცვათ. შესაბამისად, რეკომენდაციები დაცული უნდა იყოს ყოველმხრივ.

ნიღაბი, რომელიც აბიტურიენტებს უნდა ეკეთოთ, შესაძლებლობა აქვთ მათთვის კომფორტული თავად შეარჩიონ, ამ მხრივ ისინი შეზღუდულები არ არიან. თუმცა, საგამოცდო სივრცეებში მათ ნიღბები აუცილებლად დახვდებათ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი რეკომენდაციებს არ დაემორჩილება, პირველ ეტაპზე ის მიიღებს გაფრთხილებას, რადგან ნიღბის მოხსნის შემთხვევაში, რისკები გაიზრდება.

რაც შეეხება ჯანმრთელობის პრობლემის მქონე აბიტურიენტებს, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უკვე განაცხადა, თუ აბიტურიენტის მიერ წარმოდგენილი იქნება დადასტურებული ცნობა, რომ მისთვის რაიმე განსაკუთრებული პირობებია საჭირო, ეს არგუმენტი ყოველმხრივ გათვალისიწინებული იქნება. ასეთი აბიტურიენტებისთვის გვექნება ცალკე სივრცე. ჩვენ თითოეულ საგამოცდო ცენტრში გვეყოლება გადამზადებული მედპერსონალი, რომელთაც დამატებითი ტრენინგები ექნებათ გავლილი კოვიდინფექციასთან მიმართებაში. გვექნება ასევე ცალკე სივრცე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში, სხვადასხვა დიფერენცირება გვაქვს. ზღვარი დაყოფილია 37,5 გრადუსამდე და 37, 5 გრადუსის ზევით. ამით გათვალისწინებულია აბიტურიენტის სტრესული სიცხე. თუმცა, 37, 5 გრადუსის ზევით სიცხის შემთხვევაში, აბიტურიენტმა უნდა დაადასტუროს, რომ ეს არ არის კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებული სიცხე. ამისთვის აუცილებელია წინასწარი PSR ტესტირება, რომელიც ძალიან მაღალი სიზუსტისაა და ეს ტესტირება იქნება უფასოდ ჩატარებული.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვადასხვა შემთხვევებზე სხვადასხვა პროტოკოლით ვმოქმედებთ. სიმპტომური აბიტურიენტისთვის სხვა სივრცე გვაქვს, ასიმპტომურისთვის სხვა“, - აცხადებს ნუნუ მიცკევიჩი.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი