პოლიტიკა
მინისტრებმა პარლამენტში გამოსვლისას კომფორტი არ უნდა ეძებონ - ლევან გოგიჩაიშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მინისტრებმა პარლამენტში გამოსვლისას კომფორტი არ უნდა ეძებონ, არამედ კითხვებს პასუხი უნდა გასცენ.
„2020 წლის არჩევნებამდე პერიოდი უნდა დავუთმოთ აქტიურ კომუნიკაციას მთავრობასთან, რაც პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაზრდას გულისხმობს. არ ვფიქრობ, რომ მინისტრებმა პარლამენტში გამოსვლისას კომფორტი უნდა ეძებონ. ვინც პარლამენტში წარსდგება, უნდა მიეჩვიოს, რომ შეიძლება, მწვავე კითხვები იყოს და კომფორტი არ უნდა ეძებონ“, – განაცხადა დეპუტატმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განცხადება შესულია, რომ ძალოვანი მინისტრი კომიტეტის ფარგლებშიც წარსდგეს.
„საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი პოლიტიკური ცხოვრება მთავრობას უფრო მეტად მოიყვანს პარლამენტში და განსაკუთრებული მოვლენა არ იქნება, რომ მინისტრი პარლამენტში მოდის”, – დასძინა გოგიჩაიშვილმა.
შს მინისტრი გიორგი გახარია ხვალ პარლამენტში რეგლამენტის იმ პროცედურით მიდის, რომლის მიხედვით, მინისტრი მოსმენის მოთხოვნით პარლამენტს საკუთარი ინიციატივით მიმართავს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


