პოლიტიკა
მინისტრ კახა კახიშვილის მოწვევით საქართველოს ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამინისტროს დელეგაცია ეწვია
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის მოწვევით საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. დელეგაციას ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრი იასონა ლაოლი ხელმძღვანელობს. სტუმრებს შორის არიან მინისტრის მრჩეველი იან სიაგიანი, სასჯელაღსრულების გენერალური დირექტორი ვაიან დუსაკი, უსაფრთხოებისა და რეჟიმის დირექტორი სუტრისმანი, იურიდიული საკითხების გენერალური დირექტორატის ცენტრალური აპარატისა და საერთაშორისო სამართლის განყოფილების უფროსი კაჰიო რაჰადიან მუჟარი, იურიდიული საკითხების გენერალური დირექტორატის საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების განყოფილების უფროსი მუჰამად არდინინგრატ ჰიდაიატი და მინისტრის თანაშემწე ირვანტოდვი იჰანა პუტრა.
ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრი დელეგაციასთან ერთად შეხვდება საქართელოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს. სტუმრები საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს გაეცნობიან.
დაგეგმილია დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულების მონახულება, ასევე შეხვედრები პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


