პოლიტიკა
მინისტერიალზე შავი ზღვის უსაფრთხოების დისკუსიაზე კონკრეტული წინადადებით წარვდგებით - ნატოში საქართველოს ელჩი
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება.
დღეს, ნატოს მინისტერიალის ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.
როგორც საკითხის კომენტირებისას მედიას ნატო-ში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ განუცხადა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი-ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე გაიმართება დისკუსია.
როგორც მაისურაძემ აღნიშნა, ლევან იზორია დისკუსიაზე კონკრეტული წინადადებით წარდგება.
„დღის წესრიგში შეტანილია ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ყველა საკითხი. თემები, რომელიც შეეხება საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს კონტექტსში საქართველოს წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები. რაღათქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკაზე. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო აქტიურად არის ჩართული სტრატეგიულ დისკუსიაში და როგორც მინისტრმა უკვე აღნიშნა, ჩვენ კონკრეტული წინადადებით წავრსდგებით ალიანსის წინაშე“,-აღნიშნა მაისურაძემ.
ნატოს მინისტერიალი ბრიუსელში გუშინ, 15 თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


