პოლიტიკა
„მინი-სტრასბურგზე“ ლაპარაკი არასერიოზულია - ოთარ კახიძე
საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილ ინიციატივაზე, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ბაზაზე შეიქმნება „ადგილობრივი სტრასბურგის სასამართლოს“ მოდელი, რომელიც საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს გადახედავს.
კახიძის განცხადებით, დღევანდელი სასამართლოს პირობებში მსგავსი მოდელის შემოტანა „არასერიოზულია“. მისი თქმით, ამას ის ადასტურებს, რომ ევროსასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეაჩერა.
„მინი-სტრასბურგთან“ დაკავშირებული ინიციატივის შესახებ პირველად ნინო გვენეტაძისგან და შემდგომ ბატონი მერაბ ტურავასგან მოვისმინე - მათ ჰქონდათ განზრახული „მინი-სტასბურგის“ შექმნა. მერე ვნახეთ ნინო გვენეტაძისა და მერაბ ტურავას მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც რეალურმა დიდმა სტრასბურგმა დროებითი ღონისძიების შეჩერების სახით პრაქტიკულად შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა მთავრობისგან, რომ არ ჩაერიოს „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკაში. ამიტომ „მინი-სტრასბურგზე“ ლაპარაკი არასერიოზულია, რადგან როგორი შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმებითაც არ უნდა შეიქმნას საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არის ამ საშუალებათა ამოწურვის შემდგომი ბოლო ინსტანცია, რომელიც განიხილავს სხვადასხვა გადაწყეტილებების ევროკონვენციასთან შესაბამისობას. ამიტომ სტრასბურგის სასამართლოს საქართველოში ვერავინ ვერ გადმოიტანს, ეს არის აბსურდული“, - განაცხადა კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დღეს საკონსტიტუციო კომისიაში განიხილავენ სასამართლო ხელისუფლების ფორმირების საკითხს, კერძოდ, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს და როგორ უნდა დაინიშნოს მოსამართლე. გარდა ამისა, იმსჯელებენ ომბუდსმენის არჩევის წესზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


