უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ივნისი, 2020 11:45
font-size

მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო უკიდურესი გონიერებისა და სიფრთხილისკენ - გიორგი გახარია

დღეს, 11 ივნისის მდგომარეობით, ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გვაქვს. ეს, ერთი შეხედვით, არ არის ბევრი, თუმცა უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ 6 შემთხვევიდან 4-ის წარმომავლობა, დღეის მდგომარეობით, არ არის ცნობილი და ამ 4 ინფიცირების შემთხვევიდან რომლის წყაროსაც, დღეის მდგომარეობით, ვერ ვადგენთ 3 გახლავთ თბილისში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გახსნა ეკონომიკა და მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, ნაკლები შეზღუდვებით იცხოვრონ ყოველდღიურად, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავხსენით ეკონომიკა, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას ნაკლები შეზღუდვებით ვიცხოვროთ ყოველდღიურად, გავაგრძელოთ ჩვეული ეკონომიკური საქმიანობა, არ უნდა დაგვავიწყდეს და არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია და ეს კარგი მაგალითია იმის, თუ რა შეიძლება მოხდეს.

უნდა გვესმოდეს რომ 4 ახალი შემთხვევა რომლის წყაროც დღეს დაუდგენელია დიდი რისკის შემცველია. ეს ფაქტობრივად არის 4 ახალი კლასტერი, რომელზეც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საიდან, როდის, ან სად მოხდა ეს ინფიცირება, რაც საგანგაშოა. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები და გონიერები, რომ ის მიღწევა, რაც გაგვაჩნია არ დავკარგოთ. ამის ბევრი მაგალითია დღეს მსოფლიოში როგორ ხდება მეორედ ეპიდემიოლოგიური აფეთქება სხვადასხვა ქვეყნებში. ამიტომ მინდა, თითოეულ უწყებას, მოქალაქეს მოუწოდო უკიდურესი გონიერებისა და სიფრთხილისკენ, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს გახლავთ გლობალური კრიზისი, გამოწვევა, როგორც ეპიდემიოლოგიურად, სამედიცინო თვალსაზრისით, ისე ეკონომიკური კრიზისის თვალსაზრისით და ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება კრიზისს მარტო, ამიტომ გვმართებს ურთიერთთანადგომა,“- აღნიშნა პრემიერმა.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი