საზოგადოება
მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო მეტი სიფრთხილისკენ, დღევანდელი დღე აჩვენებს, რომ არაფრისგან ვართ დაზღვეულები - გიორგი გახარია
მინდა დავუბრუნდე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო უფრო მეტი სიფრთხილისკენ. დღევანდელი დღე აჩვენებს, რომ ჩვენ არაფრისგან დაზღვეულები არ ვართ, ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა მეტი სიფრთხილე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდა.
„მინდა დავუბრუნდე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო უფრო მეტი სიფრთხილისკენ. დღევანდელი დღე აჩვენებს, რომ ჩვენ არაფრისგან დაზღვეულები არ ვართ, ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა მეტი სიფრთხილე, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რა თქმა უნდა ჩვენ, ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ქართულ ტურიზმს და თითოეულ თქვენგანს მოვუწოდებ ვიმოგზაუროთ და დავისვენოთ საქართველოში. ეს იქნება ყველაზე დიდი მხარდაჭერა დღეს, ამ წელს ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი ტურისტული სექტორისთვის”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


