უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 იანვარი, 2026 11:57
font-size

მინდა, თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერა და თანადგომა ვთხოვო, რადგან ამის გარეშე მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია - კახა კალაძე

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობებს უკეთესი თბილისი დავუტოვოთ, უფრო გამწვანებული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ახალი პარკებით, რეკრეციული არეალებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2026 წლის პირველ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ მასშტაბური პროექტების განხორციელების დროს თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერა სთხოვა.

„დღეს ვმართავთ 2026 წლის მთავრობის პირველ სხდომას, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქის მთავრობა ინტენსიურად განაგრძობს მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და რაც მთავარია, მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ამა თუ იმ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტის შესახებ. ჩვენ უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ 2026 წელი იქნებოდა მასშტაბური და გამორჩეული მსხვილი პროექტების თვალსაზრისით, რაზეც ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას.კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელმაც მესამედ გვანდო ამ ქალაქის ბედი და მათ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საქმეში მხარდაჭერა და თანადგომა ვთხოვო. ამის გარეშე მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება რთული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს ძირეულად ახორციელებს, რაც დროსა და მოთმინებას მოითხოვს.

„როდესაც ვიწყებთ ქუჩების რეაბილიტაციას, გამზირების განახლებას, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ფასადური სამუშაოები. პირველ რიგში, ამორტიზებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ვიწყებთ. მსგავს სამუშაოებს თან მოჰყვება ხმაური, გზების გადაკეტვა. არის შემთხვევები, როცა ბუნებრივი აირის და წყლის შეზღუდვაც ხდება. მინდა,კიდევ ერთხელ ვთხოვო მოსახლეობას მხარდაჭერა. ყველამ უნდა მოვითმინოთ, რომ სამუშაოები ძალიან სწრაფად და ხარისხიანად ჩატარდეს. ეს ჩვენი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობებს უკეთესი თბილისი დავუტოვოთ, უფრო გამწვანებული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ახალი პარკებით, რეკრეაციული არეალებით და ა.შ.“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წელსაც არაერთი მსგავსი პროგრამა დაფინანსდება.

„რა თქმა უნდა, მიმდინარე წელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროექტებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა წინ მიდის, ეკონომიკურად ვითარდება, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. რა თქმა უნდა, როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალიტეტი, წელსაც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ასეთ ოჯახებს გვერდით დავუდგეთ და არ დავტოვოთ პრობლემების პირისპირ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი