პოლიტიკა
მინდა მივმართო ყველას: მოსამართლეებს, საჯარო მოხელეს, ვინც ამ რეპრესიებში სხვადასხვა კუთხით არის ჩართული - სალომე ზურაბიშვილი
მინდა ვისაუბრო დიდი ბრიტანეთის სანქციებზე, რამაც ძალიან ააღელვა „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ბრიტანეთი არის ის ქვეყანა, სადაც თავისი აქტივების ძალიან დიდი ნაწილი აქვს შენახული ბევრ მაღალჩინოსანს. ამიტომ, ბრიტანეთის ასეთი გააქტიურება სანქციების კუთხით მათთვის, ნამდვილად ძალიან საგანგაშოა. ასევე, ვიცით, რომ ბრიტანეთის ოფშორული კუნძულებიდან ცოტა ხნის წინ ივანიშვილმა თავისი აქტივები გადმოიტანა, ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობით, ნახატები და ა.შ. ეს გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებები და თუნდაც ის, რომ ამჯერად ეს გადაწყვეტილებები ეხება მაღალჩინოსნებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, გამომძიებელს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესენი არიან უშუალოდ ის პირები, ვინც ჩართულები და პასუხისმგებლები არიან რეპრესიების იმპლემენტაციებზე.
მინდა პირადად მივმართო მათ, მოსამართლეებს, ყველას, საჯარო მოხელეს, ვინც ამ რეპრესიებში სხვადასხვა კუთხით არის ჩართული. მინდა ვუთხრა მათ - თქვენ კიდევ შეგიძლიათ გონზე მოხვიდეთ და არ იყოთ მონაწილე, არ შეხვიდეთ რეჟიმთან ასეთი ტიპის თანამშრომლობაში, რამეთუ არა მხოლოდ ეს სანქციები შეიძლება თქვენც დაგეწიოთ, არამედ თქვენ ჩვენი, საზოგადოების წინაშე მორალურად პასუხისმგებელი იქნებით ამაზე. ჩვენი, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მხრიდან, არანაირი სურვილი არაა მომავალში შურისძიებების, რადგან შურისძიებები ამ ქვეყანაში საკმარისად ვნახეთ და დღესაც ვხედავთ. ეს მორალური პასუხისმგებლობა, როდესაც ხვალ, ზეგ თუ მაზეგ საზოგადოებას თვალებში ჩახედავ, ძალიან რთული სატარებელია.
კიდევ ერთხელ, წაიკითხეთ „ქართული ქარტია“. იქ შურისძიების არანაირი ზომები გათვალისწინებული არ არის. გათვალისწინებულია ყველა რუსული კანონის, ყველა ამ რეპრესიული კანონის გაუქმება, რაც მიღებულია და ყოველდღიურად იღებენ. შემდგომ უკვე სასამართლოზე მუშაობა, რადგან ამ ქვეყანას, ბოლოს და ბოლოს, უნდა ეღირსოს ნამდვილი სამართლიანი სასამართლო“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დიდმა ბრიტანეთმა გუშინ ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს - შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფორსს - კარლო (კოკა) კაციტაძეს და შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


