პოლიტიკა
მინდა, მელიას ვუთხრა: შვილო, „გაზს დაუწიე“ - ნუკრი ქანთარია
„მინდა, მელიას ვუთხრა: შვილო, „გაზს დაუწიე“, ნუ თავხედობ და ნუ უზრდელობ პარლამენტში“, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ გააკეთა.
ქანთარიამ ასევე თქვა, რომ ვისაც ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურს, „თავის კუთვნილ ბინას იპოვის“.
„თქვენი ბელადი იქიდან გმოძღვრავთ: თავები გაიტეხეთ, თქვენო და თვითონ „სკაიპით“ ძალიან უყვარს საქართველო. იმ თქვენს ბელადს უთხარით, რომ თუ ასეთი რევოლუციონერი და ასეთი მაგარია, ლენინმა პარიკი დაიხურა და რუსეთში სხვისი პასპორტით ჩავიდა. ასევე გააკეთოს და ჩამოვიდეს, მაგრამ მანაც კარგად იცის, უპირველეს ყოვლისა, თქვენ მოკიდებთ და მატროსოვამდე ყვავილებით მიიყვანთ. ვითარება ასეთია და რაც არ უნდა იქნიოთ ხელი, ეს უნდა დამთავრდეს, წერტილი დაესვას და თქვენ სახელი დაგერქვათ“, - უთხრა ქანთარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.
საქართველოს პარლამენტში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიასა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ირმა ინაშვილს შორის.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ირმა ინაშვილი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ მოაწყო კლოუნადა.
„არაფერი არ ხდება, ისინი უბრალოდ მარცხს ვერ ეგუებიან. მერამდენედ უნდა მოაწყოს კლოუნადა ნიკა მელიამ. „ნაცმოძრაობა“ ვერ ეგუება მწარე მარცხს, რომელსაც ჩვენ დავპირდით. ასეთია დამარცხებული „ნაცმოძრაობის“ სახე“, – განაცხადა კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


