პოლიტიკა
მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს იმისთვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად და ღირსეულად ემსახურა სახელმწიფოს - ირაკლი კობახიძე
მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს, იმისათვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად და ღირსეულად ემსახურა სახელმწიფოს, - მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ახალი მინისტრი წარადგინა.
პრემიერის თქმით, გასული 4 წლის განმავლობაში ვახტანგ გომელაურს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი რევოლუციის ოთხი მცდელობის აღკვეთაში.
„დღეს ვახტანგ გომელაურმა დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. მან თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესაბამისი თხოვნით მან მოგვმართა რამდენიმე დღის წინ. ჩვენთვის ეს იყო ძალიან გულდასაწყვეტი, თუმცა, ყველა, მათ შორის მეც, გაგებით მოვეკიდეთ მის გადაწყვეტილებას. ბატონი ვახტანგი იყო ყველაზე სტაჟიანი მინისტრი/ ის ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს ვიცე-პრემიერი. რა თქმა უნდა, ეს არ არის იოლი საქმე, დიდ ენერგიას მოითხოვს და შესაბამისად, მან მშვიდ ვითარებაში მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე, მოგვმართა შესაბამისი თხოვნით და ეს თხოვნა დავაკმაყოფილეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს, იმისათვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად და ღირსეულად ემსახურა სახელმწიფოს. ყველას გახსოვთ, რომ მან ძალიან რთულ ვითარებაში გადაიბარა მინისტრის თანამდებობა, თუმცა ძალიან მალევე შეძლო სამინისტროში ცვლილებების შეტანა და მთელი ამ წლების განმავლობაში მაღალპროფესიულად ასრულებდა თავის ფუნქციებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ასევე ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ბატონ ვახტანგ გომელაურს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი რევოლუციის ოთხი მცდელობის აღკვეთაში. მისი დამსახურება აქ არის განსაკუთრებული და ამისათვის მას განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. ბატონი ვახტანგი არის განსაკუთრებული კაცი, მას მინდა ვუსურვო წარმატებები სამომავლო საქმიანობაში. ის არის ჩვენი მეგობარი და წარმატებები მას ყველაფერში“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


