უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ივნისი, 2025 14:52
font-size

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკისა და სხვადასხვა დარგის განვითარება, ყველა ეს მიღწევა არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა ის მიღწევა, რომელიც ქვეყანას აქვს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებიდან ეკონომიკის განვითარებამდე, პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

„მინდა, ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ვსაუბრობდით კონკრეტულ მიღწევებზე, მათ შორის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, სხვადასხვა დარგის განვითარებაზე და რა თქმა უნდა, ყველა ეს მიღწევა არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელმაც 2012 წელს რადიკალურად შეცვალა ხელისუფლების მიდგომა საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხის მიმართ. ხელისუფლება გახდა მზრუნველი საკუთარი ხალხის მიმართ, ადამიანების მიმართ და ხელისუფლება გახდა მზრუნველი საკუთარი ეროვნული ინტერესების მიმართ. ამის გამოძახილია ის შედეგები, რომლებზეც მე დღეს მქონდა საუბარი, დაწყებული მშვიდობის შენარჩუნებით და დამთავრებული ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, რომელსაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი