პოლიტიკა
მიმდინარეობს ზეწოლა, სახელისუფლებო წნეხი, შანტაჟი, მოსყიდვა - მურმან დუმბაძის მტკიცებით, მმართველი გუნდი აჭარაში არჩევნების გაყალბებას ცდილობს
გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, მურმან დუმბაძის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ აჭარაში არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება.
დღევანდელ ბრიფინგზე დუმბაძეს თქვა, რომ აჭარაში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ქართული ოცნება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით შედეგების შეცვლას ცდილობს.
მისივე თქმით, ყველა საშტაბო ერთეულში შეცვლილია თავმჯდომარეები. მიმდინარეობს ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება.
„მიმდინარეობს ზეწოლა, სახელისუფლებო წნეხი, შანტაჟი , მოსყიდვა, გადმობირება, ჩვენს კოორდინატორებთან მისვლა, დალაპარაკება, ფულის შეთავაზება. ადამიანები ჩართეს საშტაბო მუშაობაში, რომლებიც დაკავშირებულები არიან კრიმინალთან, რომლებზეც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი მოძიების საკითხები“, - განაცხადა დუმბაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


