საზოგადოება
მიმდინარეობს საქართველოს იდეოლოგიური ოკუპაციის პროცესი, რომელშიც ზომიერი ლიბერალებიც არიან ჩართულნი
„დიდი ომი მძვინვარებს ახლა საქართველოში, იმაზე ბევრად ძლიერი ვიდრე ეს იყო დამოუკიდებლობის რომელიმე ეტაპზე და თუნდაც 2008 წლის აგვისტოში,“ - ამის შესახებ წერს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.
„რამდენ რამეს ეხდება ფარდა? და როგორ ჯდება ეს ყველაფერი ჩემს "შეთქმულების თეორიაში", რომლის დანახვის სურვილი სულაც არ აქვს საზოგადოების უმეტეს ნაწილს. მარგველაშვილი? რატომ არ ვუსვამთ მას არანაირ კითხვას? სიტუაციურად არ გვაწყობს? ნებისმიერი კომენტარი, რომლითაც შესაძლოა, მან დააბოლოს საზოგადოება ან შეეცადოს - მისაღებია, რადგან ჩვენს სხეულის ენასაც ვკითხულობთ და სტრიქონებსა და პაუზებს შორისაც ვხვდებით რეალობას.
ჰო, მარგველაშილი, ვასაძე, შიო... რუსული გეგმები საქართველოში. ეკლესიის მიერ ქართული ძალების წინააღმდეგ გამოცხადებული ლაშქრობა. უკრაინის თემის "მოკვლა", ეკლესიის წიაღში მორალურ ზნეობრივი გადაცდომების მქონე პირების უპირობო დამორჩილება გარკვეულ დრომდე, თორემ მერე მათაც მოისვრიან. სწორედ შიოსთან, როგორც რუსული იდეოლოგიის რეალიზატორთან საქართველოს ეკლესიაში (კიდევ ერთხელ მოუსმინეთ შეხვედრას ფსიქოლოგებთან და ვასაძის "მესამე რომსა და მეორე იერუსალიმს", დუგინის ლექციების კურსს და საქართველოში მთავარი მოკავშირის გააზრებას) ფლირტი ზომიერად ლიბერალური პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, მომქმედი ხელსუფლების ცალკეული წარმომადგენლების საეკლესიო პოზიცია, ვასაძის მხრიდან ფრიად "დელიკატური" მინიშნება ბიძინა ივანიშვილთან ერთად "შეთქმულების" ორგანიზებაში, და ამით უამრავი მიზანმიმართული კითხვის ნიშნის გაჩენა, "პრადვინუტი" ვერა-ვაკელების აქტივობა მეუფე შიოს გასაპატრიარქებლად და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, ნანა კაკაბაძის და მისი რაზმის ჩართულობა "ცინიდის საქმეში", რომლის უმთავრესი მიზანი მაინც პატრიარქის შეცვლა იყო და უამრავი თანდევი ფაქტორი, რაზედ რამოდენიმე დღის წინ ვწერდი - თვალნათლივ მეტყველებს, რომ მიმდინარეობს საქართველოს ოდეოლოგიური ოკუპაცია, რაც ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ტერიტორიების წართმევა.
კინო? არც არაფერი, რეაქციული ძალების მორიგი დათვალიერება გახლდათ. ეს იყო პირველ რიგში ეკლესიის მხრიდან ძალის დემონსტრირება ხელისუფლების და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. იმის ჩვენება ხალხისთვის, რომ ჩვენ სახელმწიფოსთან - "პოლიციასთან" დაპირისპირება არ გვეშინია.
მხოლოდ ერთი პასაჟი ამ საკითხზე. ჰომოსექსუალიზმი არ ისჯება სისხლის სამართლის დანაშაულით. კანონის განმარტება ნახეთ, თავად სიტყვა კანონის რას ემყარება და ეფუძნება.
ახლა ამ თემით სახელმწიფოს მუდმივი დაშანტაჟება და აქ არ ვგულისხმობ უკვე ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ხალხს, როგორც ხელისუფლების წყაროს - ვის ინტერესებშია?
ვიმეორებ - დიდი ომი მძვინვარებს ახლა საქართველოში, იმაზე ბევრად ძლიერი ვიდრე ეს იყო დამოუკიდებლობის რომელიმე ეტაპზე და თუნდაც 2008 წლის აგვისტოში.
წავაგებთ ამ ომს? წავაგებთ სახელმწიფოს, თორემ ქვეყანა - საქართველო ჯალალედინმა და თემურ ლენგმა, გნებავთ შაჰ-აბასმა და მურვან ყრუმ ვერ მოინელეს.
იქნებ, ახლა მაინც გავიგოთ ორი გზის არსი, რომელზეც ზვიად გამსახურდია მიუთითებდა - იქნებ, ახლა მაინც წავიდეთ ქრისტეს გზით და ისევ ბარაბას გზას ნუ შევუყვებით.
ურაპატრიოტებს და ეკლესიის ღირსების, საკუთარი ეროვნული სტანდარტისა და ფასეულობების განმსაზღვრელ ადამიანებს, რომელებიც ნებსით თუ უნებლიედ ქრისტეს კი არა, "მესამე რომის" სამსახურში არიან, ვეტყვი - ქრისტე ცოდვილთა ღმერთია... და მე მჯერა მისი“ - წერს გოჩა მირცხულავა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


