სამართალი
მიმდინარეობს მაია რჩეულიშვილის ოპერაციიისთვის მზადება, ამიტომ სასამართლო პროცესი ყველა შემთხვევაში უნდა გადაიდოს-ადვოკატი
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთ დამფუძნებლის მაია რჩეულიშილის ადვოკატის, მარიამ ცუცქირიძის განცხადებით, ბათუმის „მაგნოლიას“ ეპიზოდის განხილვა სასამართლოში უნდა გადაიდოს.
როგორც ადვოკატმა მედიას განუმარტა, მაია რჩეულშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესებზე დასწრება არ შეუძლია, შესაბამისად, პროცესი კანონის თანახმად, უნდა გადაიდოს.
„გამოვითხოვე ახალი დოკუმენტაცია, სადაც დასტურდება, რომ მდგომარეობა კვლავ არის მძიმე. მას სჭირდება ოპერაცია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოპერაციისთვის მზადება. ბუნებრივია, ასეთ მდგომარეობაში ის პროცესს ვერ დაესწრება და კანონის თანახმად, სასამართლო ვალდებულია დაელოდოს მაია რჩეულშვილს,თუ როდის შეძლებს ის მონაწილეობის მიღებას სასამართლო პროცესზე. ამიტომ, პროცესი ყველა შემთხვევაში, კანონის თანახმად, უნდა გადაიდოს“,-აღნიშნა რჩეუშვილის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს, საქალაქო სასამართლოში საქმეზე პროცესი 5 იანვრამდე გადაიდო.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


