პოლიტიკა
მიმდინარე ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია ის, რომ გრაფიკის გაკეთება ვერ ხერხდება - გიორგი კაკაურიძე „ომეგა ჯგუფზე“
საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობდა. თითქმის მთელი სხდომა ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძისა და უმცირესობის წევრებს შორის კამათში წარიმართა.
კამათის ერთ-ერთი მიზეზი იყო „ომეგა ჯგუფის“ საქმე. კაკაურიძის შეფასებით, „ომეგა ჯგუფს“ დავა აქვს არა სახელმწიფოსთან, არამედ კონკრეტულ პირებთან. „ევროპული საქართველოს“ წევრებმა კაკაურიძისგან განმარტება მოითხოვეს, რატომ ვერ მოხერხდა ვალების ჩამოწერაზე "ომეგა ჯგუფთან" გრაფიკის შედგენა.
კაკაურიძემ ოპოზიციას უპასუხა, რომ „ომეგა ჯგუფის“ მიერ მიმდინარე ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია ის, რომ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით მასთან გრაფიკის გაკეთება ვერ ხერხდება.
„გადასახადებთან დაკავშირებით „ომეგა ჯგუფს“ გრაფიკი რამდენჯერმე გაუკეთდა - ეს იყო 2016 წელს. ეს გრაფიკი ორივეჯერ დაირღვა და გრაფიკის მიხედვით თანხების გადახდა არ მოხდა. ასევე წამოიქმნა დამატებით მიმდინარე ვალდებულებები. 2018 წლის პირველ თვეებში დავალიანება 30 მილიონამდე იყო. მაშინაც არ მომხდარა საწარმოს შეფერხება. მიმდინარე ვალდებულებებს - რასაც აქციზურ მარკებს იღებდა, იმის გადახდასაც არ უზრუნველყოფდა და მაისის ბოლოსთვის დაუგროვდა ის ვალი, რაც აქვს - ჯამში, 52 მილიონ ლარამდე. მიმდინარე ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია ის, რომ გრაფიკის გაკეთება ვერ ხერხდება. კომპანიამ აქციზური მარკები წაიღო, სიგარეტი გაიყიდა და მიღებული ფული გადასახადის სახით არ გადაიხადა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან შეხვედრისას.
საპარლამენტო უმცირესობა კაკაურიძესთან საუბრისას შეეხო ყოფილი მინისტრების პროკურატურაში დაბარებას, მასწავლებელთა ხელფასებსა და კიდევ სხვა რამდენიმე საკითხს.
რაც შეეხება თავად 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, როგორც კაკაურიძემ განაცხადა, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იყო მიღებული ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში და მომავალი წლისთვის სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ტენდენციების შესახებ.
„2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 4,5%-ით, მშპ-ის დეფლატორი დაგეგმილია 3,5%-ის ფარგლებში. 2019 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა იქნება 45.1 მლრდ ლარი. 2019 წლის საგადასახადო შემოსავლები, ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 11 200,0 მლნ ლარს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მისივე თქმით, საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 12 611.6 მლნ ლარით. საგადასახადო შემოსავლები - 9 565.0 მლნ ლარით; გრანტები - 266.7 მლნ ლარით; სხვა შემოსავლები 450.0 მლნ ლარით. არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა - 60.0 მლნ ლარის ოდენობით; ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი 110.0 მლნ ლარით; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 2 160.0 მლნ ლარის ოდენობით.
„იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტში სახელმწიფო ვალის დაფარვისთვის გათვალისწინებულია 930,0 მლნ ლარი, სახელმწიფო ვალის წმინდა ზრდა შეადგენს 1 230,0 მლნ ლარს“, - განაცხადა მომხსენებელმა.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 12 729.7 მლნ ლარის ოდენობით. მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 268.2 მლნ ლარს, გრანტები - 96.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები 1 365.0 მლნ ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა შეადგენს 9 279.1 მლნ ლარს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


