პოლიტიკა
მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რუსთავი2-ის ეთერში არც ერთ დებატზე სამი პარტია არ დაიშვება
მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ლეიბორისტული პარტია“, „დემოკრატიული მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ რუსთავი2-ს ეთერში გამართულ არც ერთ დებატში აღარ დაიშვება.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიამ დაწერა.
„დღეს, გადაცემა არჩევანი ყოველგვარი რელევანტური არგუმენტაციის გარეშე, შეთანხმებულად დატოვეს ლეიბორისტულმა პარტიამ, გაერთიანებულმა დემოკრატებმა და პატრიოტთა ალიანსმა. აღნიშნული ქმედებით, მათ უპატივცემლობა გამოხატეს გადაცემის, მისი წამყვანის, მთელი არხის და სტუდიაში დარჩენილი მათი კოლეგების მიმართ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არხის გადაწყვეტილებით, არც ერთი ზემოაღნიშნული პარტიის კანდიდატი მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ არც ერთ დებატებში აღარ დაიშვება“,-დაწერა გვარამიამ.
„პატრიოტთა ალიანსის“, „დემოკრატიული მოძრაობა - საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა ტელეკომპანია რუსთავი2-ის გადაცემა „არჩევანი“ გუშინ პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მათი თქმით, გადაცემაში საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


