პოლიტიკა
მიმდინარე პროცესი მაინც პოლიტიკური პროცესია - დავით ასათიანი
პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ „ადვოკატთა ასოციაციის“ თავჯმდომარემ, დავით ასათიანმა განაცხადა, შეხვედრაზე მხარეებმა ინფორმაცია მართლმსაჯულებაში არსებულ სირთულეებთან დაკავშირებით გაცვალეს.
“იმ სირთულეებზე, რაც მართლმსაჯულებაშია, ჩვენ ინფორმაცია ბევრი მიმართულებით გავცვალეთ. ვისაუბრეთ იმაზე, როგორი ხედვების შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, ნეიტრალური, მიუკერძოებელი და რეფორმატორული უნარების მქონე კანდიდატურის შერჩევა იოლი არ არის, რადგანაც მიმდინარე პროცესი მაინც პოლიტიკური პროცესია. მიგვაჩნია, რომ ამ პროცესს შედეგი ექნება მაშინ და რეალისტური მაშინ იქნება, თუკი სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლები, მათ შორის პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, დროებით გვერდით გადადებენ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს და კანდიდატს მხოლოდ და მხოლოდ მართლმსაჯულების ინტერესების შესაბამისად შეარჩევენ. ეს ამ სიტუაციაში არის ერთადერთი გამოსავალი და მხოლოდ ამ დროს შეიძლება იმ მიზნის მიღწევა, რა მიზანსაც ეს პროცესი ითვალისწინებს”,-განაცხადა დავით ასათიანმა.
მისივე თქმით, სახელისუფლებო ძალები, რომლებმაც თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი გვერდით უნდა გადადონ და კანდიდატი მართლმსაჯულების ინტერესების მიხედვით შეარჩიონ, არიან ის ინსტიტუციები, რომლებიც აღნიშნულ პროცესში ჩართულები არიან.
“მე არ ვყოფ, ეს ოპოზიცია იქნება თუ მმართველი გუნდი, რადგანაც თუ პროცესი პოლიტიკური დღის წესრიგისაგან დაიცლება და საზოგადოებრივ წრეებს, იურიდიულ პროფესიას, სამოქალაქო სექტორს აქტიური ჩართულობით საშუალება მიეცემა, ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი კანდიდატი შეარჩიოს, დადებითი შედეგი გვექნება”,-აღნიშნა დავით ასათიანმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


