სამართალი
მიმართვის შემთხვევაში, პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე, რა თქმა უნდა, იმსჯელებს - ზვიად ქორიძე
დეკანოზი გიორგი მამალაძე იმ მსჯვარდებულთა სიაში, რომელ საქმეებსაც განიხილავდა კომისია, არ იყო და შესაბამისად, მასზე რეკომენდაციას პრეზიდენტს ვერ წარუდგენდა კომისია, - განუცხადა ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღევანდელ ბრიფინგზე, რომელზეც პრეიზდენტის მიერ 83 მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ გახდა ცნობილი.
,,მოგეხსენებათ, რომ გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლო პროცესი სრულად დამთავრდა გუშინ და შესაბამისად, კომისიაზე ის ვერ განიხილებოდა“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.
რაც შეეხება კითხვას,არის თუ არა ვარაუდი, რომ პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალებაზე იმსჯელოს, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე პასუხობს, რომ ,,ვარაუდი ამის შესახებ არის.“
,,უბრალოდ, თუ მიმართავენ თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე და მისი ადვოკატები, ან უფლებადამცველი პირები პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ამ თემაზე იმსჯელებს“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე ადვოკატების საკასაციო საჩივარი, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო და შესაბამისად, საქართველოში ყველა ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა დასრულებულია.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


