პოლიტიკა
მიკვირს, ვის მოუვიდა თავში, რომ მცხეთა და ლევილი თანასწორუფლებიანი, პარტნიორი ქალაქები გახდებოდნენ - ზვიად კვაჭანტირაძე
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია ინიციატივა მცხეთისა და ლევილის მამულის დაძმობილების მემორანდუმის გაფორმების შესახებ. როგორც უმრავლესობის წევრმა თქვა, ლევილი მცხეთას სტატუსით არ შეეფერება.
„შეიძლება, ნაკლები ვიცოდე ლევილის სტატუსთან მიმართებაში, მაგრამ ლევილის მამული შემთხვევით არჩეული იყო ჩვენი ემიგრაციული მთავრობის მიერ, იქ იყო სარფიანი წინადადება და მამული შეისყიდეს.
მას სხვა ისტორიული დატვირთვა არ გააჩნია, ეს ბევრმა ადამიანმა იცის და მიკვირს, ვის მოუვიდა თავში მცხეთის სტატუსს ლევილის სტატუსი გავუთანაბროთ და ლევილი და მცხეთა თანასწორუფლებიანი, პარტნიორი ქალაქები იყოს, როცა ლევილი ქალაქიც არ არის და მცხეთა „იუნესკოს“ ეგიდით დაცული საქართველოს ისტორიული დედაქალაქია. მას არა მხოლოდ სახელმწიფოს ისტორიაში აქვს უდიდესი მნიშვნელობა, არამედ სულიერ ისტორიაშიც", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
უკმაყოფილება გამოხატა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სალომე ზურაბიშვილმაც. მისი განმარტებით, ლევილი პარიზის გარშემო მდებარე სოფელია, სადაც არცერთი მნიშვნელოვანი მოვლენა არ მომხდარა. მისი აზრით, მცხეთის ლევილთან დაძმობილება მის მნიშვნელობასა და სტატუსზე უარყოფითად იმოქმედებს.
კომიტეტის სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად გონაძემ განაცხადა, რომ ლევილისა და მცხეთის დაძმობილების მიზნით, მემორანდუმი გაფორმდება.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


