უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 იანვარი, 2026 15:08
font-size

მიკროფონი გამოართვით, რომ ისროლოს, რა გარანტია მაქვს - მოსამართლე გიორგი გელაშვილი

მიკროფონი გამოართვით, რომ ისროლოს, რა გარანტია მაქვს? - ამის შესახებ ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების საქმის მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა განაცხადა, როდესაც ერთ-ერთ ბრალდებულს, კახაბერ მჟავანაძეს ადვოკატებმა სიტყვის თქმისას მიკროფონი მიაწოდეს.

აღნიშნულს ადვოკატებისა და ბრალდებულების რეპლიკები მოჰყვა.

„გესროლოთ, რა გიჟია?“ - განაცხადა ადვოკატმა შოთა კახიძემ, რასაც ბრალდებული მჟავანაძე გამოეხმაურა.

„ვიდეოებს ვუყურე, იქ არავის არაფერი უსვრია და აქ ისვრის ვინმე?" - განაცხადა ბრალდებულმა.

მან სასამართლოში ყველა ბრალდებულის სახელით განცხადება წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, ისინი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვენ. მათი განმარტებით, მომდევნო ორი სხდომა ისინი პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ, აღნიშნულისკენ მოუწოდებენ ისინი დანარჩენ 4 ეპიზოდში ბრალდებულებიც.

„ვერ მოვისმინეთ და ვერ ვნახეთ დანაშაული, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. ვითხოვთ, სასამართლოს წინაშე წარდგეს ე.წ. პრემიერ - მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ იქ სიურპრიზები დახვდათო. 3 კაცი ვერ წააქცევდა ღობეს, მოვითხოვთ, დაიკითხოს კობახიძე და დაასაბუთოს რა სიურპრიზი დაგვხვდა იქ, სხვა შემთხვევაში არ ვაპირებთ ამ მასკარადში მონაწილეობას. ე.წ. მეხუთე ჯგუფი ვართ ჩვენ და მოვუწოდებთ შემოგვიერთდნენ დანარჩენი ოთხი ჯგუფიც. ჩვენ მომდევნო ორი სხდომა არ დავესწრებით პროცესს, არ ვაპირებთ ამის მოსმენას",- განაცხადა მჟავანაძემ.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით მოსამართლემ დაცვის მხარე პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.

„სადაც მიკროფონის შეგეშინდათ, ვის სჯერა, რომ პრემიერ-მინისტრს დაკითხავთ. ამ გადაწყვეტილების მიმღები თქვენ არ ხართ. თუ ობიექტური მსაჯული ხართ, ეს შუამდგომლობა უნდა დააკმაყოფილოთ“, - მიმართა შოთა კახიძემ მოსამართლე გელაშვილს, რომელმაც იკითხა, თუ რომელ ნორმას უნდა დაეყრდნოს შუამდგომლობის განხილვისას.

ამ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. პროკურორ ვაჟა თოდუას განცხადებით, „პოლიტიკური შეფასება მოწმის დაკითხვის საფუძველი ვერ გახდება“.

ბრალდებულების პოზიციას დაეთანხმა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ია დარახველიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ისიც უერთდებოდა დაკავებულების პროტესტს, რაზეც ბრალდებულებმა თქვეს, რომ გათავისუფლებულებს არ ეხებოდათ.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი