პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძემ და შალვა პაპუაშვილმა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გამართეს
საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, საქართველოს ინვესტორთა საბჭოსთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანა დაფინანსებული პროექტის – „საქართველოს კომერციული სამართლისა და პრაქტიკის გაუმჯობესება“ მხარდაჭერით, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიების მონაწილეებს – საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნეს ასოციაციების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის წევრებმა მიმართეს და კანონპროექტის მომზადების და მისი მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის ინიცირება უკვე მოხდა პარლამენტში და უახლოეს პერიოდში მისი განხილვები დაიწყება. კომიტეტების ფორმატში კანონპროექტის განხილვების დაწყებამდე კი მნიშვნელოვანია ცვლილებების ძირითადი არსი და მიზნები ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცნოთ, რის საშუალებასაც დღევანდელი შეხვედრა იძლევა. დისკუსიის შედეგად შესაძლოა კანონპროექტში დამატებითი ცვლილებები შევიდეს და დოკუმენტში შეხვედრებზე გამოთქმული მოსაზრებებიც აისახოს“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.
მანვე კანონპროექტით გათვალისწინებულ სიახლეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი სრულიად ახალი სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც მეწარმეთა სფეროს, სამეწარმეო-საკორპორაციო ურთიერთობებს არეგულირებს და მასში გათვალისწინებულია ის ვალდებულებები, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაშია ასახული.
მიხეილ სარჯველაძემ კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართულ მხარეებს: იუსტიციის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებს და ექსპერტებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ახალი კანონპროექტის მნიშვნელობაზე მისმა ერთ-ერთმა ავტორმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, დღემდე საქართველოში „მეწარმეთა შესახებ“ 1994 წელს მიღებული კანონი მოქმედებს, რომელმაც წლების განმავლობაში მრავალი ცვლილება განიცადა და ბევრი მუხლი და ნორმა გადაკეთდა ან შეიცვალა.
„პრაქტიკოსებიდანაც მოდიოდა სურვილი და რეკომენდაცია კანონი მეწარმეთა შესახებ უფრო დეტალური და ცხადი გამხდარიყო, რათა სამეწარმეო ურთიერთობებში მეტი სამართლებრივი სიცხადე ყოფილიყო. ამ კანონპროექტით ქართულ სამართალში ევროკავშირის დირექტივების იმპლემენტაცია ხდება და ამ კანონპროექტით ისეთი ნორმატიული აქტი გვექნება, რომელიც სამეწარმეო ურთიერთობებს უფრო ნათლად მოაწესრიგებს და სასამართლო პრაქტიკას გააადვილებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
კანონპროექტის მნიშვნელობა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა შეაფასა.
„ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია იმ თვალსაზრისით, რომ ამით კიდევ ერთხელ ვუახლოვდებით იმ ძალიან დიდ მიზანს, რასაც 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება წარმოადგენს. ეს კანონპროექტი მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვისაც, რადგან ის კაპიტალის მოზიდვის ახალ შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ ვიწყებს კანონპროექტის განხილვის პროცესს, რომელშიც აქტიურად ერთვება კერძო სექტორიც რათა ეს იყოს მათთვის შესაძლებლობა და არა გამოწვევა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
კანონპროექტის პრეზენტაციისთვის გამართულ ღონისძიებაზე ახალ ნორმატიული აქტის პროექტზე მოსაზრებები მისმა ავტორებმა, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა გამოთქვეს. ფართო ფორმატში კანონპროექტის განხილვები საკომიტეტო სხდომებზე გაგრძელდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


