პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მოვლენები ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე არ აისახება - საქართველოს ელჩი უკრაინაში
უკრაინაში საქართველოს ელჩის, გელა დუმბაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მოვლენები ვერ მოახდენს გავლენას ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე. ამის შესახებ მან “იმედის” ეთერში განაცხადა.
დუმბაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის გამო უკრაინის სამართალდამცველებთან განსაკუთრებული კონტაქტის დამყარების აუცილებლობა არ არსებობს.
„მაღალი დონის კეთილგანწყობაა და ეს პროცესი არანაირად არ აისახება ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე.
ამ შემთხვევაში რამე განსაკუთრებული კონტაქტი უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებთან ჩვენ არ გვაქვს. უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, ამის აუცილებლობაც არ არსებობს“,-თქვა დუმბაძემ.
ელჩმა განაცხადა, რომ მოვლენების განვითარება დამოკიდებული იქნება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე 18 სექტემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ექს-პრეზიდენტის ექსტრადირება, დუმბაძემ უპასუხა, რომ ესაა ურთიერთგამომდინარე სამართლებრივი ქმედებები და მიხეილ სააკაშვილის შესახებ საქართველომ უკრაინას ყველა შესაძლო დოკუმენტი გადასცა.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს 20 საათზე მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი შეგინი გადაკვეთა.
გუშინ ლვოვში, სასტუმრო ლეოპოლისის წინ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა პროტოკოლს უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ. მისი საქმის სასამართლო განხილვა 18 სექტემბერს გაიმართება.
გამოძიება სააკაშვილის საქმეზე 4 მუხლითაა აღძრული, რასაც დღეს ხულიგნობის მუხლიც დაემატა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


