პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილს მივანიჭოთ ლიტვის მოქალაქეობა - ლიტველი ევროპარლამენტარის ინიციატივა
ლიტველი ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრავიჩუსი გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ლიტვის მოქალაქეობა მიანიჭონ. ამის შესახებ Lietuvos zinios იუწყება.
აუშტრავიჩუსის თქმით, თავდაპირველად სააკაშვილს ლიტვაში ცხოვრების ნებართვა უნდა მისცენ, სადაც მას ექნება შესაძლებლობა, დააარსოს კონსულტაციებსა თუ პოლიტიკურ ანალიზზე მომუშავე კომპანია. ლიტვის მოქალაქეობა მისცემს საშუალებას, ერვოპაში გააგრძელოს საქმიანობა.
ევროპარლამენტარის თქმით, ლიტვის პრეზიდენტს შეუძლია, სააკაშვილს მხარში დაუდგას.
„ლიტვის მოქალაქეობის მიცემა რთული საქმეა და მისი საკანონმდებლო რეგლამენტი კი მკაცრია. მაგრამ ასეთ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ. მგონია, რომ პრეზიდენტ ვალდას ადამკუსს შეუძლია, ერთი-ორი სიტყვა თქვას საქართველოს ყოფილი ხელმძღვანელისთვის“, - აღნიშნა აუშტრავიჩუსმა.
შეგახსენებთ, 26 ივლისს გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ინტერფაქს-უკრაინას“ მისწერა, მიზეზი გახდა სააკაშვილის მიერ მოქალაქეობის განაცხადის შევსებისას მიწოდებული არასწორი ინფორმაცია. ადმინისტრაციის თქმით, პეტრო პოროშენკოს აღნიშნული განკარგულება არ გამოქვეყნდება, რადგან პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, რომელთა გასაჯაროება დაუშვებელია კანონით.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


