მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი უკრაინის მოქალაქის დაკარგული საზღვარგარეთის პასპორტით გადაკვეთა - ვასილი სერვატიუკი
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარი უკრაინის მოქალაქის საზღვარგარეთის პასპორტით გადაკვეთა, რომელიც ინტერპოლის ბაზაში დაკარგულად იყო მითითებული.
ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვასილი სერვატიუკმა სამართალდამცავი საქმიანობის უზრუნველყოფის საკანონმდებლო საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, - წერს Українські Новини.
სერვატიუკის განმარტებით, ეს ინფორმაცია მათ პოლონურმა მხარემ მიაწოდა.
უკრაინამ პოლონეთს კითხვით მიმართა, თუ რა დოკუმენტებით გაიარა სააკაშვილმა საბაჟო პროცედურები.
მიხეილ სააკაშვილი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „შეგინი“ 10 სექტემბერს გადაკვეთა. მომდევნო დღეს მან განაცხადა, რომ უკრაინის საზღვარზე მას პასპორტი მოპარეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


