მსოფლიო
ავტობუსიდან პასპოტი მომპარეს - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის საზღვარზე მას პასპორტი მოპარეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს აცნობა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
„როცა ხალხმა, ჩემ დაუკითხავად, შემიყვანა უკრაინაში, პასპორტი ავტობუსში დამრჩა. მოვიდა პოლიცია, გაჩხრიკეს ავტობუსი და ჩემი პასპორტი მომპარეს. ახლა პასპორტი მათთანაა“, - თქვა სააკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ის ლვოვში ლეგალურად იმყოფება.
„ახლა უკრაინაში აბსოლუტურად ლეგალურად ვიმყოფები. დღეს დილიდან ყველა პროცედურა გავიარე. გუშინ მინდოდა, მაგრამ უფლება არ მომცეს“, -თქვა სააკაშვილმა.
ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა დააზუსტა, რომ მისი ადვოკატი ეწვია სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის ოფისს ლვოვში.
ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად კანონიერი იყო მისი მხარდამჭერების მიერ კორდონის გარღვევა, სააკაშვილმა უპასუხა, რომ კანონი მხოლოდ უკრაინის მთავრობამ დაარღვია.
„ყოველწუთას აბსოლუტურად კანონიერად ვიქცეოდით. უკანონოდ ხელისუფლება იქცეოდა და თუკი იყო რამე ექსცესი, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანებს, რომლებმაც კორდონი გადაკეტეს, კანონით გათვალისწინებული არცერთი პროცედურა არ ჩაატარეს, უკანონოდ ჩამომართვეს უკრაინის მოქალაქეობა, უკანონოდ გააყალბეს ჩემი ხელმოწერა, და ამის შემდეგ გენერალური პროკურორი აცხადებს , რომ ვიღაცამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა და საზღვარი გადაკვეთა. ლოგიკასთან პრობლემა ხომ არ გაქვთ? “, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრესკონფერენციის ჩატარებამდე მიხეილ სააკაშვილი ლვოვის სასტუმრო ლეოპოლისში შეხვდა იულია ტიმოშენკოსა და სხვა უკრაინელ ოპოზიციონერებს.
შეგახსენებთ, გუშინ 20 საათზე მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „შეგინი“ უკანონოდ გადაკვეთა. ის ახლა ლვოვში იმყოფება.
აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული უკრაინის სსკ-ის 332-ე მუხლით, რაც სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს, ასევე ადგილობრივი შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტი სისხლის სამართლის კოდექსის 348-ე მუხლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


