მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების თხოვნით მიმართა.
ამის შესახებ Українські новини მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ მარკიან გალაბალაზე დაყრდნობით იუწყება.
„მიმართვა მოქალაქისთვის დამატებითი დაცვის მინიჭების შესახებ და პოლიტიკური თავშესაფარი - შინაარსობრივად ერთი და იგივეა. უბრალოდ ყოფაში უფრო ხშირად იყენებენ „პოლიტიკური თავშესაფრის“ ცნებას“, -თქვა გალაბალამ.
იურისტის ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურს სააკაშვილის თხოვნაზე ჯერ პასუხი არ გაუცია, თუმცა ეს დღის განმავლობაში უნდა გაეკეთებინა.
დღესვე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განმარტა, რომ საქართველოში სააკაშვილის ექსრადაციას რამდენიმე გარემოება ხელს უშლის.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


