სამართალი
მიხეილ სააკაშვილმა კითხვაც კი შემომობრუნა: არ იყო განა საცემიო ვალერი გელაშვილი? - ნინო ბურჯანაძე
საქალაქო სასამართლოში, ყოფილი დეპუტატის, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
მოწმის სახით პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იკითხება.
როგორც ჟურნალისტებს სასამართლო სხდომამდე პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განუცხადა, ნინო ბურჯანაძე დაადასტურებს, რომ „ვალერი გელაშვილზე გახნორციელებული თავდასხმა იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული“.
„ასევე მოწმე დაადასტურებს, რომ ეს თავდასხმა უკავშირდებოდა ვალერი გელაშვილის მიერ გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ სტატიას. საქმეში არის არაერთი მტკიცებულება, რომლებიც გონივრულ ეჭვს ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით“,-აღნიშნა პროკურორმა.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით კი, მომხდართან დაკავშირებით მას თავის დროზე მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ქონდა საუბარი.
„ბუნებრივია, მე ვეტყვი სასამართლოს ყველაფერს, რაც ვიცი ამ თემასთან დაკავშირებით. მე შევხვდი ბატონ ვალერი გელაშვილს მაშინვე როგორც კი ეს ამბავი მოხდა, როდესაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სრულიად ნათელი იყო, რომ ის არ იყო ნაცემი ჩვეულებრივ ვითარებაში. ამასთან დაკაშირებით მე სააკაშვილთანაც მქონდა საუბარი, რომელსაც ეს არც უარყვია. მას არ უთქვამს, რომ მან გასცა ეს დავალება, მაგრამ ის საქმის კურსში იყო. კითხვაც კი შემომობრუნა: არ იყო განა საცემიო?“,-განაცხადა ბურჯანაძემ.
ვალერი გელაშვილი სასტიკად 2005 წელს ცემეს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


