პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის საქმის სასამართლო განხილვა 18 სექტემბერს გაიმართება
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დასავლეთ რეგიონალური სამმართველოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ვლადიმერ შერემეტის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საქმის სასამართლო განხილვა მოსტიის რაიონულ სასამართლოში 18 სექტემბერს, 15 საათზე გაიმართება. ამის შესახებ უკრაინული „24-ე არხი“ იუწყება.
სასამართლომ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექს-გუბერნატორმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი უკრაინის საზღვრის გადაკვეთის დროს.
შეგახსენებთ, დღეს ლვოვში, სასტუმრო ლეოპოლისის წინ, მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც ეხება უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. მესაზღვრეებმა და პოლიციელებმა ჟურნალისტების თანდასწრებით საჯაროდ წაუკითხეს სააკაშვილს დოკუმენტის შინაარსი.
სააკაშვილმა აღნიშნული დოკუმენტი უკანონო უწოდა. მისი მტკიცებით, ოქმი უნდა გადაცემულიყო საზღვრის გადაკვეთიდან სამი საათის განმავლობაში.
10 სექტემბერს 20 საათზე მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი შეგინი გადაკვეთა. ის ახლა ლვოვში იმყოფება.
აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული უკრაინის სსკ-ის 332-ე მუხლით, რაც სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს, ასევე ადგილობრივი შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტი „სისხლის სამართლის კოდექსის“ 348-ე მუხლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


