მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის პასპორტი არა უკრაინის პრეზიდენტთან, არამედ მისი თანამებრძოლის სახლში იპოვეს - იური ლუცენკო
მიხეილ სააკაშვილის პასპორტი მისი თანამებრძოლის, სევერიონ დანგაძის სახლში იპოვეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„გუშინ ჩხრეკის დროს იმ ბინაში, სადაც კიევში ცხოვრობდა სევერიონ დანგაძე, გამოძიებისთვის სხვა საჭირო მასალას შორის აღმოაჩინეს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის ბედკრული პასპორტი, რომელიც მისი თქმით, იყო ხან უკრაინის პრეზიდენტთან, ხან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრთან. სინამდვილეში, მთელი ეს ხანი ის იმყოფებოდა დანგაძესთან“, -აღნიშნა პროკურორმა.
სექტემბერში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი პასპორტი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროსენკოს კაბინეტში ინახება.
მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს. მას დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრებთან თანამშრომლობასა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვაში ადანაშაულებენ, რაც 3-დან 5წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა შეამტვრიეს იმ მანქანის კარები და ფანჯრები, რომელშიც დაკავებული საქართველოს ექს-პრეზიდენტი იჯდა და იქიდან გამოიყვანეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


