მსოფლიო
ჩემი პასპორტი პეტრო პოროშენკოს კაბინეტშია - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, მისი პასპორტი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს კაბინეტში ინახება. ამის შესახებ მან ლვოვში, სასტუმრო ლეოპოლისის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ძალიან ინფორმირებული წყაროების ცნობით, ჩემი პასპორტი, რომელიც მომპარეს, ახლა დევს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო ალექსეის ძე პოროშენკოს კაბინეტში“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ პასპორტი პოროშენკოს ორშაბათ დილას დაახვედრეს.
„პასპორტი დილას მიუტანეს, როცა ის სამსახურში მივიდა, ჩვენი დაბრუნებიდან მომდევნო დღეს“, -აღნიშნა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.
შეგახსენებთ, გუშინ სააკაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ საზღვრის გადაკვეთის დროს მას პასპორტი ავტობუსში დარჩა. მისივე მტკიცებით, უკრაინელი სამართალდამცავები ავიდნენ ავტობუსში და მისი პასპორტი მოიპარეს.
10 სექტემბერს 20 საათზე მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „შეგინი“გადაკვეთა. ის ახლა ლვოვში იმყოფება.
აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული უკრაინის სსკ-ის 332-ე მუხლით, რაც სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს, ასევე ადგილობრივი შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტი „სისხლის სამართლის კოდექსის“ 348-ე მუხლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


