სამართალი
მიხეილ სააკაშვილის მიერ ადვოკატების აცილება სასამართლო პროცესის გაჭიანურებას ემსახურება - ირაკლი ნადარეიშვილი
მიხეილ სააკაშვილის მიერ ადვოკატების აცილება, დაცვის მხარის ტაქტიკური ნაბიჯი იყო, რომელიც სასამართლო პროცესის გაჭიანურებას ემსახურება, - განაცხადა სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, დაცვის მხარეს აქამდეც არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ მათ სურდათ ვადაში გაწელილიყო პროცესი.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, დაცვის მხარეს ყველანაირი საშუალება ჰქონდა, რათა მოწმეები დაეკითხა და საკუთარი მტკიცებულებები გამოეკვლია.
"ადვოკატის აცილებისთვის საჭირო ვერანაირი დოკუმენტი მე დღეს ვერ ვნახე, რომელიც ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის პოზიციას. არც საჯარო განცხადება გაუკეთებია ბრალდებულს ამაზე და არც რაიმე სატელევიზიო ინტერვიუს დროს. ჩვენ მხოლოდ ადვოკატთა სიტყვის კეთილსინდისიერებას ვეყრდნობით და არა რაიმე სახის ოფიციალურ დოკუმენტს ან ბრალდებულის ოფიციალურ განცხადებას", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე სანდრო გირგვლიანის საქმეზე ადვოკატები აიცილა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


