პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერის გაყალბების ფაქტზე შეიძლება გამოძიების დაწყება - სააკაშვილის ადვოკატი
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, პაველ ბოგომაზოვის თქმით, ოდესის ყოფილი გუბერნატორის განცხადება მისი ხელმოწერის გაყალბების შესახებ შეიძლება გამოძიების დაწყების საბაბი გახდეს. კერძოდ, როგორც სააკაშვილმა გუშინ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, დოკუმენტზე, რომლის საფუძველზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა, მისი ხელმოწერა გაყალბებულია.
„შეიძლება სისხლის სამართლის საქმის წარმოება იმ თანამდებობის პირების წინააღმდეგ, ვისთანაც იყო დოკუმენტები სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ“, - განუცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა ТАСС-ს.
ბოგომაზოვმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით სააკაშვილს არაფერი არ უთქვამს „სარჩელის შეტანის აუცილებლობაზე“.
ადვოკატის თქმით, ისინი ვერ გაასაჩივრებენ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას შესაბამისი დოკუმენტების არარსებობის გამო.
„ამ დროისთვის ჩვენ არ გადმოგვცეს დოკუმენტები სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. ეს დიდი პრობლემაა, რადგან ადვოკატებს დაცვის შესაძლებლობას გვართმევენ, რადგან არ გვაძლევენ არც პრეზიდნეტის განკარგულებას - პერსონალური მონაცემებითა თუ მათ გარეშე, არც სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის დოკუმენტებს, სადაც შეგვეძლო გვენახა, რა დოკუმენტები აქვთ და რა საფუძველი არსებობს“, - თქვა ბოგომაზოვმა.
ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია, როდის დაბრუნდება სააკაშვილი უკრაინაში. ბოლო ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში იმყოფება.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ინტერფაქს-უკრაინას“ განუცხადა, ამის მიზეზი გახდა უკრაინის მოქალაქეობაზე შესაბამისი დოკუმენტების შევსების დროს მიწოდებული არასწორი ინფორმაცია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


